“მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევები საშუალოდ კვირაში 1 მილიონით მატულობს! ჩვენი ქვეყანა „დაუჯერებელი“ გამონაკლისია! გავუფრთხილდეთ მიღწეულს!“.
ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი
აღნიშნული განცხადება კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID-19-ით 921 ადამიანია ინფიცირებული. მათ შორის გამოჯანმრთელებული – 781. აქედან გარდაიცვალა 14 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში – 2668 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 236 ადამიანი იმყოფება.