ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) “სად წავიდა გიორგი შაქარაშვილი?” – მოვლენების რეკონსტრუქცია TV პირველის ეთერში

ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი” გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის მიერ წვეულების ღამეს გავლილი გზა ჟურნალისტებმა, ნოდარ მელაძემ და მარიამ გაფრინდაშვილმა, პირდაპირ ეთერში გაიარეს.

ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი მცხეთის რაიონში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. მათ ნაწილს ბრალი უკვე წარედგინა. დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იხილეთ ვიდეო:

იტვირთბა....