ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სენატორი რიშის დოკუმენტში საუბარია გიორგი რურუაზე, თუმცა არა როგორც პოლიტპატიმარზე…” – ზალკალიანი

უნდა აღინიშნოს, საუბარია გიორგი რურუაზე და არა ისე, როგორც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს იქ საუბარია, რომ ის პოლიტპატიმარია, იქ სხვაგვარი დეფიცინიციაა გაკეთებული – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულება. სენატორი რიში საქართველოს მეგობარია და ის შესწორებებიც გულდასმით და ზუსტად უნდა წაიკითხოთ, საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რაზეა საუბარი. საუბარია საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ასევე იმ მნიშვნელოვან წვლილზეა საუბარი, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთის ოპერაციაში. საუბარი არის 8 მარტზეც იმ კონტექსტში, როგორც ეს არის განმარტებული 8 მარტის შეთანხმებაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, საუბარია გიორგი რურუაზე და არა ისე, როგორც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს იქ საუბარია, რომ ის პოლიტპატიმარია, იქ სხვაგვარი დეფიცინიციაა გაკეთებული, საუბარი არ არის პოლიტპატიმარზე. იმის წარმოჩენა, რომ რაღაც პირობითობაზე არის საუბარი, სიცრუეა. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდება ამ აქტში”, – განაცხადა ზალკალიანმა

იტვირთბა....