“შენიშვნა მომცეს, რატომ მოვიხსენიებ ჟორიკა რურუას ოპოზიციის ლიდერად და რატომ ვუწოდებ მას სახელს ჟორიკას, სალომე სამადაშვილმა მისაყვედურა. ერთადერთი, ნახევრად სერიოზულად იმავ ვიტყვი, რომ შემიძლია, უბრალოდ, ამ ბატონს არ დავუძახო ჟორიკა, როგორც მას მთელი დედაქალაქი ეძახის და დავუძახო ჟორიკ ან სხვა რაიმე ზედმეტსახელი. მაგრამ სატირალი ის არის, რომ ამ ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერი არის სწორედ ჟორიკა რურუა. რომლის გათავისუფლების სანაცვლოდ სასწორზე დებენ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელსაც თავად ითხოვდნენ.”
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
აღნიშნული განცხადებით, წულუკიანი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს სალომე სამადაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც ის გიორგი რურუას, ჟორიკად მოხსენიების გამო გააკრიტიკა.