“ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამე „მასტერკლასი“ ჩაუტარა გიორგი გახარიამ ოპოზიციას და კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ის, თუ სად არის დღეს ხელისუფლება და სად არის ოპოზიცია. ძალიან საინტერესო მიმოხილვა იყო იმ პროცესების, რომელიც საქართველოში ამ ერთი წლის განმავლობაში განვითარდა. რეალურად, ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ “ქართული ოცნება” დაკავებულია საქმის კეთებით და ეს დღეს კიდევ გამოჩნდა პრემიერის წლიურ ანგარიშში.”
ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკით არის დაკავებული, “თან არა საუბრით, არამედ წმინდა წყლის დემაგოგიით. ეს ნათელი იყო დღევანდელ სხდომაზეც და ეს აჩვენა იმ მოხსენებამ, რომელიც გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში გააკეთა.”