სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ქვეყანაში კორონავირუსით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით ისინი „მსოფლიო ანტირეკორდებს“ ამყარებენ და ერთ მილიონ ადამიანზე ინფიცირებულების რაოდენობით, სომხეთი მსოფლიოში ლიდერ სახელმწიფოებს შორისაა. ინფორმაციას ამის შესახებ, სომხური მედია ავრცელებს.
„ეს ყველა ჩვენგანის დიდი პრობლემაა. არსებული სიტუაციის გააზრება არ ხდება და არ არის შესაბამისი განწყობა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, არსებულ ვითარებაში სომხეთში მოსახლეობა ყოველდღიურად უნდა ცდილობდეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა ეს არ ხდება.