ახალი ამბები მთავარი ციტატა

“COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის, დიაგნოსტირების საშუალებებისა და თერაპიის შექმნას 31 მილიარდი დოლარი დასჭირდება” – “ჯანმო”

“იმისთვის, რომ ამ მიზნებს მივაღწიოთ საჭიროა 31 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება. 3.4 მილიარდი დოლარის გამოყოფის დაპირება უკვე გვაქვს. შესაბამისად, დამატებით 27.9 მილიარდი დოლარია საჭირო, მათ შორის 13.7 მილიარდი დოლარი სასწრაფო საჭიროებების დასაფარად.”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ACT-Accelerator-ის ინიციატივის ფარგლებში 2021 წლისთვის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 500 მილიონი დიაგნოსტიკური ტესტისა და 245 მილიონი თერაპიული საშუალების მიწოდებაა დაგეგმილი. გარდა ამისა, ამ სახელმწიფოების კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის 2 მილიარდი დოზით უზრუნველყოფაა გათვალისწინებული.

იტვირთბა....