“ეს ცხელი თემაა და დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავა 17 ეჭვმიტანილი. დარწმუნებული ვარ, აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩება, არ დავტოვებთ, მწარე გამოცდილება გვაქვს და ჩვენს გამოცდილებაზე ვსწავლობთ.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ასევე, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიებამ უკვე არაერთი მოწმე დაკითხა, თუმცა საჯაროდ ჯერ კონკრეტულ ვერსიაზე არავინ საუბრობს.
19 წლის ფეხბურთელი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს.