ახალი ამბები მთავარი სამართალი

დაბადების დღეზე მყოფ ახალგაზრდეს მარიხუანა ჰქონდათ მოწეული – ახალი დეტალები შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებათან დაკავშირებით “ტვ  პირველი” ახალ დეტალებს ავრცელებს. როგორც ირკვევა, დაბადების დღეზე მყოფი ახალგაზრდების ნაწილი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

ახალგაზრდეს ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდათ და ირკვევა, რომ მათ მარიხუანა ჰქონდათ მოწეული. თუმცა უცნობია, ახალგაზრდებმა ნარკოტიკი დაბადების დღეზე ყოფნისას მოწიეს თუ არა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ასევე, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიებამ უკვე არაერთი მოწმე დაკითხა, თუმცა საჯაროდ ჯერ კონკრეტულ ვერსიაზე არავინ საუბრობს.

19 წლის ფეხბურთელი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს.

იტვირთბა....