გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ კომფლიქტში მონაწილეთაგან მხოლოდ ერთი, გურამ ამირხანაშვილი იყო გიორგის მეგობარი, დანარჩენებს არც კი იცნობდა. ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ “დღის ამბებში” ისაუბრა.
“დაგიზუსტებთ, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი და ნაცნობი ერთადერთი პირი გახლდათ გურამ ამირხანაშვილი და მასპინძელი გოგონა, დანარჩენები გიორგისთვის უცნობი ადამიანები იყვნენ.
ხუთი პირი კი გიორგიმ გაიცნო გზაზე, როდესაც ისინი ტაქსის ელოდებოდნენ.”
გარდა ამისა შაქარაშვილის ბიძამ გარდაცლილი ფეხბურთელის საქმის მოწმეებთან კონტაქტზეც ისაუბრა და ოჯახის პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა.
“ჩემი და ოჯახის კატეგორიული მოთხოვნა იყო და არის, რომ არცერთ მოწმესთან პირდაპირ კონტაქტზე არ ვყოფილიყავით, რადგან ხელი არ შეგვეშალა გამოძიებისათვის და არ გამოეწვია ამ კონტაქტს რაიმე სახის მითქმა-მოთქმა საზოგადოებაში,” – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციამ რამდენიმე ახალგაზრდა დააკავა.