aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ელენემ, სუს-ი და ივანიშვილი ფეხებზე გვკიდიაო, რავიცი, იქით იქნებ გეკითხათ, რა დამოკიდებულება აქვთ”- მდინარაძე

“ბოლოს ქალბატონმა ელენემ, გადაეცით სუს-ს და ბიძინა ივანიშვილსო ფეხებზე გვკიდიაო, რავიცი იქით იქნებ გეკითხათ, რა დამოკიდებულება აქვს იმ ადამიანს თქვენნაირი ძლიერი ოპოზიციის მიმართ?!

aviabiletebi
ავიაბილეთები

მამუკა მდინარაძე – უმრავლესობის წევრი

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც  პრემიერ-მინისრმა წლიური მოხსენება წარადგინა. 

სიტყვით გამოსვლისას “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გიორგი გახარიას კითხვით მიმართა, თუ რატომ ხდება პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების სუს-ში დაკითხვაზე დაბარება მათი “ფეისბუქ” სტატუსების გამო. ხოშტარიამ როგორც თქვა, მათ სუს-ი და ბიძნა ივანიშვილი “ფეხებზე კიდიათ.

ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ფეისბუქ” სტატუსების გამო ჟურნალისტი ნინო ჭელიძე და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე დაკითხვაზე დაიბარა. საქმე ეხება ე.წ. საბოტაჟის საქმეს. რომელთან დაკავშირებითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში “მთავარი არხის” რესპონდენტები უკვე დაკითხა.

ამ თემაზე იხილეთ “მეტრონომის” მასალა.

 

იტვირთბა....