“რომ შევიტყვე ეს ამბავი, მეგობრებთან ირონიულად ვთქვი, რომ დამთავრდა მეურნე მერის თამაშის ისტორია, 1-2 წლის განმავლობაში კალაძე რუდუნებით თამაშობდა მეურნე მერის ფუნქციას, ანუ მერის, რომელიც მიმდინარე პოლიტიკაზე რაღაც თვალსაზრისით მაღლა დგას და აინტერესებს ინფრასტრუქტურა, ქალაქის განვითარება, რაც ყველას გვეხება. ამ თვალსაზრისით მან ბოლომდე დაიმარხა თავი. ჯერ ერთი, „სიმართლის მუშტი“ არის ოქსიმორონია, სიმართლე იმიტომაა სიმართლე, რომ მუშტი არ სჭირდება. ალაძის ეს სიტყვები პირდაპირ წახალისებაა ძალადობის, გარდა იმისა, რომ უბრალოდ სიბრიყვე და უვიცობაა სამარცხვინოა ეს ყველაფერი, არაფერი რომ არ ვთქვათ, რომ ეს არის პირდაპირი მუქარა თავისუფალ მედიაზე.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
ცნობისთვის, კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს. მისი თქმით, „სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს” და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება. ახალი პროექტის ფარგლებსი დედაქალაქის მერს პირველი “ფეისბუქ” ლაივი უკვე ჰქონდა, სადაც მედიაში გასულ კონკრეტულ სიუჟეტებზე ისაუბრა, რომლებიც, კალაძის თქმით, დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.