ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა გამოჩნდა ვიდეოჩანაწერში, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის სერიოზული მტკიცებულებაა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ფიგურანტის, ბარბაქაძის ადვოკატის გიორგი ფოფხაძის განცხადებით, მცხეთაში მაგისტრალზე დამონტაჟებულმა ვიდეო-კამერამ რაც დააფიქსირა, გამოიკვეთა, რომ ჩანაწერში მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ფიგურირებს.

“იქ ჩანს დაპირისპირება გზაზე ფეხით მყოფ პირებსა და მანქანიდან გადმოსულ პირებს შორის. უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ჩანაწერში არ ჩანს”, – ამბობს ადვოკატი გიორგი ფოფხაძე, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შესაძლოა მანქანაში იმყოფებოდა.

ფოფხაძის განცხადებით, დაკავებული ბარბაქაძე ხიდთან, დაპირისპირების ადგილზე სპორტსმენ გიგა ტატიაშვილის კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომობილით მივიდა, მანამდე კი ის აგარაკზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა და იყო მსხვერპლი.

„აგარაკის ინციდენტში, როგორც მსხვერპლი ისე მონაწილეობდა. ამბობს, რომ ქეჩოში მომკიდეს ხელი და მათრიესო. იქვე დაზიანებები მიიღეს მისმა მეგობრებმაც“, – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი გუშინ დაკრძალეს. გამოძიება გრძელდება. უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი.

იტვირთბა....