მთავარი ციტატა

“ჩვენ ევროკავშირს ვეუბნებით, რომ არც ისე ძალიან გვინდა იმ ქვეყნებს სიაში ყოფნა, რომლებთანაც საზღვრებს ხსნის”

“დღეს ევროკავშირმა უნდა გამოაქვეყნოს იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც იგი უხსნის საზღვრებს პირველი ივლისიდან. გუშინ „ევრონიუსმა“ და სააგენტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნეს მათ მიერ მოპოვებული ეგზემპლარი, რომელშიც საქართველო ფიგურირებს. ამ ფონზე სიის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს მთავრობის მიერ ყველა რეგულარული ფრენის გაუქმება ერთი თვის ვადით არის გაუგებარი. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს ბევრი ადამიანის შემოსავლის გარეშე დატოვებას. აუცილებლად უნდა გაკეთდეს განმარტება, რა ლოგიკაა იმაში, რომ  ვიდრე ევროკავშირი გამოაქვეყნებს თავის სიას, ჩვენ ევროკავშირს ვეუბნებით, რომ არც ისე ძალიან გვინდა ამ სიაში ყოფნა.”

გიორგი კანდელაკი – “ევროპული საქართველოს” წევრი

აღნიშნულით გიორგი კანდელაკი ჟურნალისტებთან რეგულარული ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი თვით განახგრძლივებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო რეგულარული ფრენები პირველ აგვისტომდე არ განახლდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გუშინ გავრცელდა. ხოლო, დღეს “ევრონიუსმა” ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შედგენილ სიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი არაწევრი ქვენების ნაწილს, მათ შორის საქართველოს, საზღვარს პირველი ივლისიდან გაუხსნის.

“მეტრონომმა” ამ თემაზე მასალა მოამზადა, ხოლო განახლებულ ინფორმაციას მკითხველს აუცილებლად შევთავაზებთ. 

 

იტვირთბა....