ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს-ში „ტვ პირველის” კიდევ ერთი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე იკითხება

“ტვ პირველის” ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე სახემწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. გამოძიებას მასთან კითხვები ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის საქმესა და “ტვ პირველის” ეთერში გასულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით აქვსს.

როგორც მაკა ჩიხლაძემ სუს-ში შესვლამდე განაცხადა, გაბუნიას საქმეზე ის გამოძიებას იმაზე მეტ ინფორმაციას ვერ მისცემს, რაც რეპორტაჟში იყო გავრცელებული.

“გვიხარია, რომ ჩვენი რეპორტაჟი რამენაირი ფორმით დაეხმარება გამოძიებას მნიშვნელოვან საქმეზე. თუმცა, წინასწარვე შემიძლია ვთქვა რომ იმის გარდა რაც რეპორტაჟში მოისმინა მაყურებელმა, გამოძიება მეტს ვერც გაიგებს, რადგან არ გვაქვს უფლება, გავასაჯაროვოთ ინფორმაცია რაც მოგვაწოდეს. ახალი სიუჟეტი იქნება ხვალ. ჩვენ კანონი გვაძევს საშულებას რომ წყარო არ გავთქვათ და არ მგონია ამის გამო პრობლემა შეიქმნას. თუ დამატებით საკითხებზე იქნება კითხვები, მოვითხოვ მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას,”- აცხადებს მაკა ჩიხლაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით სუს-ში დაკითხეს “ტვ პირველის” მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძეც. მელაძის თქმით, გამოძიებას კითხვები “ტვ პირველის” ეთერში გასულ ჟურნალისტურ  მასალასტან დაკავშირებით ჰქონდა. მელაძის ცნობით, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მათ მოიპოვეს სერიოზული დოკუმენტაცია, რომელიც აჩენს ეჭვს, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობაზე დაკავებული პირი ნამდვილად არის თუ არა ვასამბეკ ბოკოვი.

შეგახსენებთ, TV პირველმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, სადაც გამოჩნდა გარკვეული დეტალები, თუ ვინ არის ასლანბეგ ბოკოევი, რომელიც ქართველ სამართალდამცველებმაჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

 

იტვირთბა....