ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მთავარი კითხვაა, შესაძლოა თუ არა, ბოკოვის ნაცვლად საპატიმროში იჯდეს სხვა ადამიანი”- მელაძე გაბუნიას საქმეზე იკითხება

“ტვ პირველის” მთავარი პროდიუსერის ნოდარ მელაძის განცხადებით, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მათ მოიპოვეს სერიოზული დოკუმენტაცია, რომელიც აჩენს ეჭვს, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობაზე დაკავებული პირი ნამდვილად არის თუ არა ვასამბეკ ბოკოვი.

ამის შესახებ ნოდარ მელაძემ სუს-ში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მელაძის თქმით, შაბათს, „ტვ პირველში” გავა ახალი სიუჟეტი, რომელიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებულ ბევრ კითხვას პასუხს გასცემს.

“ჩვენს ხელში აღმოჩნდა არა მხოლოდ ის დოკუმენტები, რომლებიც გავასაჯაროვეთ, არამედ ჩვენს წარმოებაშია მთავარი ნაწილი, რომელსაც მაყურებელი ნახავს შაბათს. აქ არის ბევრად მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ვიდრე აქამდე გავასაჯაროვეთ.

მთავარი კითხვა არის ის, არის თუ არა რეალურად ვასამბეკ ბოკოვი, რომელიც ახლა იხდის სასჯელს. შესაძლოა თუ არა, რომ ბოკოვის ნაცვლად საპატიმროში იჯდეს სხვა ადამიანი და კონსპირაციისათვის დაქაირავებული პირის მიმართ ყოფილიყო სხვა პირი გამოყენებული,”- აცხადებს ნოდარ მელაძე.

როგორც ტელეკომპანიის მთავარი პროდიუსერი ამბობს, მისთვის ცნობილის, რომ დაკითხვა იმ სიუჟეტთან დაკავშირებით აქვს, რომელიც შაბათს „ტვ პირველმა“ მოამზადა. ხოლო, თუ გამოძიებას კითხვები სხვა საკითხთან დაკავშირებითაც გააჩნია, მელაძის თქმით, ის ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.

“ტვ პირველის” მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადვოკატთან ერთად დაითხვაზე მიდიდა. ნოდარ მელაძე გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით გუშინ დაიბარეს.

შეგახსენებთ, TV პირველმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, სადაც გამოჩნდა გარკვეული დეტალები, თუ ვინ არის ასლანბეგ ბოკოევი, რომელიც ქართველ სამართალდამცველებმაჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

 

იტვირთბა....