aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ გააღრმავოთ მედიაზე თავდასხმის რისკები” – კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის”კალაძეს მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ თბილისის მერის კახა კალაძის დაანონსებულ კამპანიას გამოეხმაურა.

როგორც მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს.

„მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. მით უფრო, როცა არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა.

განსხვავებული მოსაზრებების არსებობა დემოკრატიული საზოგადოების ბუნებრივი მოცემულობაა. გადაწყვეტილების მიღებისას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საჯარო პირებმა კარგად უნდა გაიაზრონ დაკისრებული პასუხისმგებლობები.

თბილისის მერს, როგორ მმართველი პარტიის წარმომადგენელს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავოს მედიაზე თავდასხმის რისკები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ფეისბუკ კამპანია  დაანონსა.  „ფორმულას“, „TV პირველსა“ და „მთავარს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

იტვირთბა....