ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჯანმომ ის 11 ქვეყანა დაასახელა, სადაც კორონავირუსის ინფექციის სწრაფი გავრცელება ხდება

ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, შვედეთი და უკრაინა – ეს ის ქვეყნებია, სადაც კორონავირუსის ინფექციის სწრაფი გავრცელება ხდება.

ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ 11 ქვეყანაში სწრაფმა გავრცელებამ შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, რის გამოც ჯანდაცვის სისტემები კოლაფსის ზღვარზე შეიძლება აღმოჩნდნენ, თუ ზომები არ იქნება მიღებული.

იტვირთბა....