ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეიძლება გიორგი გარბოდა, რომ გადარჩენილიყო მერე შეიძლება ყოფილიყო ის, რომ სად გარბოდი…” – სანდრო კაკულია ფეხბურთელის დაღუპვაზე

ახლანდელი თაობა არის უფრო სასტიკი. ისე შეიძლება გაწირონ და ამ გაწირვით, დანის დარტყმით, უკლავენ ნაფერებ შვილებს – ამის შესახებ მსახიობმა სანდრო კაკულიამ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. რითაც გამოეხმაურე 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის საქმეს.

როგორც კაკულიამ აღნიშნა, შეიძლება გიორგი გარბოდა, მაგრამ, რომ გადარჩენილიყო ეტყოდნენ სად გარბოდიო.

“არ ვიცით როგორი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება გვინდა რომ ვიყოთ და ეს ბავშვები არიან დაბნეულები. ისევ დაბრუნდა ის, რომ გოგოებს მოწონთ უფრო ის ვინც მაგარი ყოყლოჩინაა, მაგრამ ჩემი ბავშვობის დროინდელი “კაი ბიჭობას” რასაც ეძახდნენ, იქ იყო ის, რომ ყველა მოქნეულ ხელზე ვინ იხმარდა ან დანას ან იარაღს. ახლანდელი თაობა არის უფრო სასტიკი. ისე შეიძლება გაწირონ და ამ გაწირვით, დანის დარტყმით, უკლავენ ნაფერებ შვილებს.

შეიძლება გიორგი გარბოდა, რომ გადარჩენილიყო მერე შეიძლება ყოფილიყო ის, რომ სად გარბოდი. მე მინდა ვუთხრა: მოერიდეთ ყველანაირ კონფლიქტს. თუ საშუალება გაქვთ გაიქეცით.” – განაცხადა სანდრო კაკულია.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიებამ უკვე არაერთი მოწმე დაკითხა, თუმცა საჯაროდ ჯერ კონკრეტულ ვერსიაზე არავინ საუბრობს.

19 წლის ფეხბურთელი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს

იტვირთბა....