aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“რანაირი მორაგბე ხარ?! 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობით შეარცხვინეთ რაგბის სამყარო” – ჩანადირი ფეხბურთელის საქმეზე

“აი, მორაგბე რომ ხარ, ქართველი მორაგბეების უამრავი მაგალითი რომ გაქვს, როგორ გამოდიან ისინი ძალადობის, ცემის, მკვლელობის წინააღმდეგ, შენ რატომღა არცხვენ მათ სახელს? რატომ მიდიხარ გამოძახებით ადამიანის ცემაზე? რატომ თელავ ფეხქვეშ იმათ სახელებს, რომლებსაც სამშობლოსთვის და ადამიანებისთვის გული უძგერთ? რანაირი მორაგბე ხარ? არავის ეპატიება ძალადობა. თქვენ განსაკუთრებით არ გეპატიებათ. 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობით შეარცხვინეთ რაგბის სამყარო.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გოგა ჩანადირი – ფოტოხელოვანი

აღნიშნული განცხადება ჩანადირმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიებამ უკვე არაერთი მოწმე დაკითხა, თუმცა საჯაროდ ჯერ კონკრეტულ ვერსიაზე არავინ საუბრობს.

19 წლის ფეხბურთელი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს

იტვირთბა....