ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

მოსამართელემ “მთავარი არხის” ერთ-ერთი მოწილე გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღეს პროცესზე, დაცვის მხარემ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის 10 ათასი ლარის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....