„ჯერ ერთი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინაში იკავებს რაღაც თანამდებობას. უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია და მიუღებელია, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. ჩამოყალიბდეს ზოგადად, რა უნდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რა საქმიანობა სურს და არ სურს. მას ხელს არავინ არ უშლის, შეუძლია, დაბრუნდეს და აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე, რაც წლების განმავლობაში ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინა.”
კახა კალაძე – თბილისის მერი
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.