თბილისის მერი, კახა კალაძე ახალ კამპანიას იწყებს. როგორც მერმა განმარტა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვა და სხვა პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ მედია და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, რის უფლებასაც ის, მათ არ მისცემს.
“ჩვენ, პასუხი და არგუმენტები გვექნება იმ სწორი და მართალი ინფორმაციით რომელიც ეხება კონკრეტულ პროექტებს, დღეს 22:00 საათზე მოსახლეობა მიიღებს სწორ ინფორმაციას იმ სიცრუეზე, რომელიც ჩემი მისამართით ისმის”, სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება.” – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, დღეს, მთელი მსოფლიო ებრძვის “ფეიკ ნიუსებს” და მისი ახალი კამპანია “სიცრუე სიმართლეზე”, სწორედ მათ წინააღდმეგ იქნება ვინც ეგრედწოდებული “ფეიკ ნიუსებით” მოსახლეობის და მედიის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.