ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები ოფიციალურად  წარადგინა.
შეთანხმებულ ექვს ოლქში შემდეგი მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილები:
  • ნაძალადევის რაიონი – შალვა ნათელაშვილი
  • მთაწმინდის რაიონი – შალვა შავგულიძე
  • ვაკის რაიონი – ელენე ხოშტარია
  • სამგორის რაიონი – ლევან ხაბეიშვილი
  • გლდანის რაიონი – ნიკა მელია
  • ისნის რაიონი – გიორგი ვაშაძე

დიდუბისა და საბურთალოს ოლქებში ადგილები კვლავ ვაკანტურია.

ცნობისთვის, ოპოზიციის ლიდერებმა გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისის ოლქებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე უარი თქვეს, ვინაიდან ოპოზიციურ ერთიანობას საფრთხე არ შეექმნას.

იტვირთბა....