ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

28 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მათივე ცნობით, ზღვაზე ხვალ 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

„25 ივნისს ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....