ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აქ ჩამოთვლილ დანაშაულებს კიდევ აკლია რამოდენიმე… მათ შორის, ერთი მკვლელობა, რომელსაც მოწმე ყავს” – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გიორგი რურუაზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და  ყოფილი შს მინისტრის, კახა თარგამაძის წერილს აზიარებს, რომელიც თარგამაძემ ყოფილ გენპროკურორ ჯამლეტ ბაბილაშვილს მისწერა და რომელსაც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების ჩამონათვალი ახლავს.

როგორც თარგამაძე აცხადებს, ჩამოთვლილ დანაშაულებს კიდევ აკლია რამდენიმე, მათ შორის, ერთი მკვლელობა, რომელსაც მოწმე ჰყავს.

„რამდენადაც ვიცი, აქ ჩამოთვლილ დანაშაულებს კიდევ აკლია რამოდენიმე… მათ შორის, ერთი მკვლელობა, რომელსაც მოწმე ყავს და, იმედია, გამჟღავნდება ისიც, ხოლო როდესაც გამჟღავნდება, შერცხვება მგონია ბევრს. მიკვირს უბრალოდ, რატომ უნდა ცდილობდეს ნებისმიერი პოლიტიკოსი თავისი რეპუტაციის ამ ბიოგრაფიასთან დაკავშირებას? ანდა საქართველოში აკრედიტებული ელჩებს რატომ უღირთ თავიანთი ქვეყნების რეპუტაციით თამაში ქართველი მოსახლეობის წინაშე? ბუნებრივია, ეხება იმ ელჩებს, რომლებსაც ე.წ. 8 მარტის შეთანხმებაში მიუძღვით წვლილი”, – წერს დავით თევზაძე.

იტვირთბა....