ალეკო ელისაშვილის, როცა “ქართული ოცნება” ეხმარებოდა 17 პროცენტი აიღო მერის არჩევნებში. მისმა კანდიდატმა – 6 პროცენტი შუალედურ არჩევნებში. ანუ ახლაც, თუ რამის მოგება უნდა, ვიღაც უნდა დაეხმაროს – ამის შესახებ, “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუ არჩევნებში ელისაშვილს ოპოზიცია არ დაეხმარება, რომელთანაც შემდეგ კოალიციურ მთავრობას შექმნის, გამოდის, რომ ის ბიძინა ივანიშვილს შეეკრება.
“ელისაშვილმა საბურთალო როცა მოიგო – ქართული ოცნება ეხმარებოდა.
ეს არის სიმართლე – იცის თვითონაც და ქართულმა ოცნებამაც.
როცა არ ეხმარებოდა ოცნება – თვითონ 17 პროცენტი აიღო მერის არჩევნებში. მისმა კანდიდატმა – 6 პროცენტი შუალედურ არჩევნებში.
ანუ ახლაც, თუ რამის მოგება უნდა, ვიღაც უნდა დაეხმაროს.
მითუმეტეს სისტემა თითქმის პროპორციულია და სხვანაირად არ გამოვა.
თუ ეს ვიღაც არ არის ოპოზიცია, რომელთანაც შემდეგ კოალიციურ მთავრობას შექმნის – გასაგებია, რომ ბიძინასთან კრავს.
ეს ძალიან იოლი ასახსნელია ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ძალიან გამართულად ლოგიკურია.
ასეც ვიზამთ ცხადია – უნდა ავუხსნათ საპროტესტო ელექტორატს, რომ მათემატიკური შანსი არ არსებობს, ელისაშვილმა ბიძინას მოუგოს – თუ კოალიციაში არ შედის მსხვილ ოპოზიციურ ძალებთან. 
და რადგან არ შედის – მისი ხმა, ბიძინას ხმაა.
P.S. ერთადერთი იმას ვდარდობ, თავზარი არ დაეცეს რიჟაზე რომ დაუდასტურდება, ცოდვაა თავზარისთვის.” – წერს ჩერგოლეიშვილი.