ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში მამაკაცი დენის დარტმის შედეგად გარდაიცვალა

თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მამაკაცი დენის დარტმის შედეგად გარდაიცვალა.

60 წლამდე მამაკაცი სარწყავ მილს არემონტებდა, რა დროსაც ძლიერმა ელექტროგაყვანილობის ხაზიდან დენმა დაარტყა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ადგილზე გადრაიცვალა.

მომხდარი ფაქტი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით,  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....