ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სოციალური აგენტებისთვის ხელზე ასაღები თანხა დაახლოებით 700 ლარს შეადგენს, რაც მალე გაიზრდება” – წოწკოლაური

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური სოციალურ აგენტებთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს და ამასთანავე აღნიშნავს რომ სოციალური აგენტებისთვის ხელზე ასაღები თანხა 700 ლარს შეადგენს, რაც უახლოეს პერიოდში გაიზრდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას “დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო” ავრცელებს.

“სოციალური მუშაკები ხელფასს იღებენ გამომუშავებით, იმის მიხედვით თუ რამდენ ოჯახში ანხორციელებენ ვიზიტს. დამატებით ფიქსირებულად იღებენ 100 ლარს, რაზეც მინისტრმა უკვე მოგვცა დავალება, რომ ეს თანხა გაორმაგდება და შესაბამისად გახდება 200 ლარი.

სოციალური აგენტებისთვის ხელზე ასაღები თანხა დაახლოებით 700 ლარს შეადგენს, რაც უახლოეს პერიოდში, როგორც უკვე აღვნიშნე, კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

შგახსენებთ, რომ დღეს სოლიდარობის ქსელის მიერ გავრცელდა განცხადება, სადაც სოციალური აგენტები მოითხოვენ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაფიცვას აანონსებდნენ.

იტვირთბა....