“ვერც იუმორს გრძნობენ, ვერც იგავს, ვერც შეფარვით საუბარს. “ქართული ოცნების” უმეტესობა არის ყურმოჭრილები, ახლა გამოვა კობახიძე და მეტყვის, ნახეთ, ყური თუ მაქვს მოჭრილიო. ამათ ბურედანის ვირი რომ ვუწოდო, ანუ, გადაწყვეტილების არმიმღები ადამიანი, გეტყვიან, შეურაცხყოფას მაყენებ, ვირი მიწოდეო. „ტროას ცხენი“ რომ უწოდო, მოღალატე ხარო, იტყვიან, ულაყი მიწოდაო და შეურაცხყოფას გვაყენებთო. გადატანითი მნიშვნელობით საუბარი არ ესმით.”
რომან გოცირიძე – ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე
ამის შესახებ, რომან გოცირიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს არასერიოზული უწოდა.
შეგახსენებთ, რომ რომან გოცირიძე გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარის, არჩილ თალაკაძის განცხადებას, რომელმაც “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს“ მოუწოდა, მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა და საჯაროდ აღებული პირობა შეასრულონ.