“კობახიძეს მართლაც პირდაპირი მნიშვნელობით თმები ყალყზე უდგება ხოლმე, როგორც კი სასამართლოში კლანს ვახსენებ. ეს მისთვის ძალიან მტკივნეული თემაა, რადგან ის არის ღია ლობისტი იმ კლანის, ერთი დამხმარე ბიჭუნა პარლამენტში.”
ეკა ბესელია, დამოუკიდებელი დეპუტატი.
განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძესა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება დადგენილების პროექტმა, „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“ გამოიწვია, რომლის ინიციატორები არიან ეკა ბესელია, ნატო ჩხეიძე და ზვიად კვაჭანტირაძე.