მთავარი ციტატა

“დაკითხვის შინაარსიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გამოძიებამ რეპორტაჟიდან ბევრი ახალი ამბავი გაიგო”- ნოდარ მელაძე

“კითხვების პირველი ნაწილი ეხებოდა, როდის გავიგე, რომ გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა. მქონდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ გიორგისგან. “სუს-ს აინტერესებდა, ჟურნალისტური გამოძიება ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ, თუ ვინმემ ხომ არ დაგვავალა ან გვთხოვა  მისი მომზადება. ასევე, აინტერესებდა, კიდევ ხომ არ ინახება დოკუმენტები, რომლის გასაჯაროვებასაც ვგეგმავთ და რომლის მიხედვითაც ვაპირებთ ჟურნალისტური გამოძიების მომზადებას. დაკითხვის შინაარსიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ამ რეპორტაჟიდან მათ ბევრი ახალი ამბავი გაიგეს.”

ნოდარ მელაძე – “ტვ პირველის” მთავარი პროდიუსერი

ამის შესახებ სუს-დან  დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ტვ პირველის” მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  დაითხვაზე ადვოკატთან ერთად მიდიდა. ნოდარ მელაძე გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით გუშინ დაიბარეს.

შეგახსენებთ, TV პირველმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, სადაც გამოჩნდა გარკვეული დეტალები, თუ ვინ არის ასლანბეგ ბოკოევი, რომელიც ქართველ სამართალდამცველებმაჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

იტვირთბა....