“ტვ პირველის” მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადვოკატთან ერთად დაითხვაზე მიდიდა.
როგორც ნოდარ მელაძემ სუს-ში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოძიებას კითხვები იმ სიუჟეტთან დაკავშირებით აქვს, რომელიც შაბათს „ტვ პირველმა“ მოამზადა.
მელაძე აცხადებს, რომ ის მზადაა, კითხვებზე პასუხი გასცეს, თუმცა არ აქვს ვალდებულება, დაასახელოს წყაროები, რომლებიც აღნიშნულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ფიგურირებენ.
“ჩემი აზრით, ეს სიუჟეტი ბოლო დროის ყველაზე დიდი საგამოძიებო მასალაა, რომელიც ეხება გაბუნიას საქმის მომზადების ფიგურანტს. ის დოკუმენტაცია ჩვენ მოვიპოვეთ დიდი შრომის შედეგად, ეს ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, რაზეც არ გვიპასუხა სუს-მა და პროკურატურამ. გუშინ დამიკავშირდნენ და მითხრეს რომ ამ საქმის გარშემო გაჩნდა კითხვები. ამ თემასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გასაცემად მოვედით. თუმცა სუს-შიც კარგად იციან, რომ ჟურნალისტებს იცავს კანონი წყაროს გაუთქმელობის შესახებ და არ გვაქვს ვალდებულება, წყაროები დავასახელოთ,”- აცხადებს ნოდარ მელაძე.
მელაძის თქმით, დაკითხვას დაესწრება მისი ადვოკატი ლევან მახარაშვილიც, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს.
ნოდარ მელაძე გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით გუშინ დაიბარეს.
შეგახსენებთ, TV პირველმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, სადაც გამოჩნდა გარკვეული დეტალები, თუ ვინ არის ასლანბეგ ბოკოევი, რომელიც ქართველ სამართალდამცველებმაჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.