“მე მეცინება საერთოდ მის გამონათქვამებზე, სერიოზულად არ ვუყურებ. თუ ვინმე აფარებს ხელს იმ ძალადობრივ სისტემას და თუ ვინმე ამაგრებს იმ სისტემას, ეს არის სწორედ კობახიძე და მისი გუნდი. ამ რეზოლუციის პროექტს მხარს რომ არ დაუჭერს და წინააღმდეგ წავა, ეს მე არ მიკვირს, იმიტომ,რომ ეს ის კობახიძეა, რომელმაც თქვა, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც ჯალათების როლში იყვნენ, კარგები გახდნენ, იმიტომ, რომ ემსახურებიან „ქართულ ოცნებას“
ეკა ბესელია – დაამოუკიდებელი დეპუტატი
მის შესახებ, ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძესა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება დადგენილების პროექტმა, „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“ გამოიწვია, რომლის ინიციატორები არიან ეკა ბესელია, ნატო ჩხეიძე და ზვიად კვაჭანტირაძე.