ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არსებული კვლევებით პაციენტის სიტუაცია საშუალოზე მძიმეა” – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის  დადასტურებული სამი  ახალი შემთხვევიდან ერთი არსებული კონტაქტის კონტაქტია, ხოლო ორი – შემოტანილი შემთხვევაა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება გუშინ მოთავსებულ პაციენტს, ეზუგბაიას თქმით,  მისი მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

“ამ სამი ახალი პაციენტიდან ორი შემოტანილია, საკარანტინო ზონიდანაა და ერთი – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. გუშინ ჩვენთან მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი შემოვიდა, ორი – გამოჯანმრთელდა და დღეს 24 დადასტურებული შემთხვევა გვყავს.

გუშინ მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა პროგნოზულად სერიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ მას მძიმე პნევმონია აქვს და დაავადების პროგრესირება მიმდინარეობს. არსებული კვლევებით მონაცემები ადასტურებს, რომ სიტუაცია საშუალოზე მძიმეა. როგორც ჩემთვის ცნობილია მისი წყაროების კვლევა გრძელდება და იმედია, რომ პირველწყაროს დადგენა რთული არ იქნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 914 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 768-ს შეადგენს, ხოლო კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტია გარდაცვლილი.

იტვირთბა....