ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების  სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 914 შემთხვევაა დადასტურებული.

ამასთან, გამოჯანმრთელდა სამი ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 768-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2744 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 258.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

იტვირთბა....