“სანამ მე თქვენი პრეზიდენტი ვარ, ვაშინგტონში ავტონომიური ზონა არასდროს არ იქნება. თუ ისინი ამის მიღწევას შეეცდებიან, მათ სერიოზული წინააღმდეგობები შეხვდებათ.”
დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი
ამის შესახებ ტრამპმა “ტვიტერის” მეშვეობით განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით ტრამპი ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება. სადაც დემონსტრანტებმა აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის ძეგლის ჩამოგდება სცადეს და წმინდა იოანეს ეკლესიაზე საღებავით დააწერეს „შავი სახლის ავტონომიური ზონა“. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა სიეტლშიც, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ტერიტორია „ავტონომიურ ზონად“ გამოაცხადეს.