“დახლოებით ერთი საათის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა, რომ ხვალ გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. საქმე ეხება მათ წარმოებაში სისხლის სამართლის საქმეს. ეს არის გიორგი გაბუნიაზე სავარაუდო თავდასხმის მომზადების საქმე. როდესაც ვთხოვე გამომძიებელს, თუ რასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები, მან მითხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა იმ ჟურნალისტური გამოძიებით, რომელიც შაბათს „ტვ პირველმა“ მოამზადა.”
ნოდარ მელაძე – “ტვ პირველის” მთავარი პროდიუსერი
შეგახსენებთ, რომ მელაძე გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით, ხვალ, 24 ივნისს 11 საათზეა დაბარებული.