პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ტოვებს.
ასამბლეის დატოვების მიზნით, ბესელია პარლამენტში საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარეს წერილით მიმართავს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია საქართველოში შარშან 2019 წლის 20 ივნისს უნდა გამართულიყო. თუმცა სესია ჩაიშალა, რადგან სერგეი ლავროვმა პარლამენტის თვჯდომარის სკამი დაიკავა და სესიის რუსულ ენაზე წაყვანა დაიწყო.
აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები ოკუპაციასთან ერთად, გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სესიის რუსულ ენაზე წაყვანას აპროტესტებდნენ. საბოლოოდ, მთავრობამ აქტივისტები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.