„ძველი დროის მსგავსად, შეგვიძლია ერთმანეთი სასიკვდილოდ გავიმეტოთ. ჩემს თაობაში, რომელიც განსაკუთრებულად რთულ დროში გაიზარდა, მსგავსი ამბები ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ასე, ერთმანეთის გამეტებით, უამრავი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ. ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრაგედიამ ძველი და საზარელი ამბები გამახსენა…”
შოთა არველაძე, ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი.
სოციალური ქსელი.
მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მანამდე ოჯახმა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა მოითხოვა. არსებული ინფორმაციით, მეგობრები დაბადების დღეზე მცხეთაში, აგარაკზე იმყოფებოდნენ. ახალგაზრდებს შორის კამათი მოხდა, რომელიც შემდგომში გარეთ გაგრძელდა. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მუშაობს.