პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა მაჟორიტარობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზციიისგან დამოუკიდებლად წარადგინა.
როგორც თაკო ჩარკვიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას საკუთარი თავი მაჟორიტარობის კანდიდატურად საბურთალოს რაიონში წარადგინა.
ჩარკვიანის თქმით, ის არ ითანამშრომლებს და მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომელთა შეხვედრებიც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარეობს.
“სულ რომ გარეთ დარჩეს ჩემი პარტია, ამ ვექტორთან, გაფართოებულ მაგიდასთან არ მივიღებ მონაწილეობას… ივანიშვილის ფსევდოოპოზიციიდან ვის უნდა ვკითხო, ბურჯანაძეს, ბოკერიას თუ ბესელიას?!”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა.