საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გამოეხმაურა გიორგოი შაქარაშვილის დაღუპვის ფაქტს. მან მიუსამძიმრა ოჯახს და ბავშვთა შორის ბულინგის შესახებ ისაუბრა.
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. ეს არის უდიდესი ტრაგედია, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, ოჯახს. ვიცით, რომ სამართალდამცავი უწყებები ყველაფერს აკეთებენ რომ ოჯახს დაეხმარონ, ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება ძალიან სწრაფად, ობიექტურ შედეგს დადებს, რათა მთელმა საზოგადოებამ გაიგოს, რა დაემართა ბავშვს.” – განაცხადა სოფო კილაძემ.
გარდა ამისა კილაძემ ისაუბრა ბავშვთა შორის ბულინგის მასშტაბურობაზე.
“სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებაში ძალადობამ ბავშვებს შორის, ბულინგმა, ჩაგვრამ უპრეცედენტო მასშტაბი მიიღო და ძალიან სამწუხაროა, რომ პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება აძლევს ბავშვებს ერთმანეთისადმი ცუდად მიმართვის, დაუნდობლობისა და ჩაგვრის ამ მაგალითს. მგონია, სახელმწიფო, ოჯახი, სკოლა ერთად უნდა დადგეს იმისთვის, რომ ბავშვთა შორის ჩაგვრა და ბულინგი დასრულდეს“, – ამბობს კილაძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი ოთხ დღიანი ძებნის შემდეგ გუშინ გარდაცვლილი იპოვეს.