ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, შვიდი ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეცტექნიკა, მათ შორის – თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებელდნენ ტერიტორიის მონიტორინგს.
19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები“,- ნათქვამია შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
“მეტრონომი” მწუხარებას გამოთქვამს გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.