ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დღეს დაფიქსირდა 115 ხმა, ქალბატონი ადა მარშანია არ ესწრებოდა სხდომას, ის იყო ცუდად” – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, თუ რატომ დაფიქსირდა 115 ხმა საკონსტიტუციო კენჭისყრის მეორე მოსმენისას.

ამის შესახებ მამუკა მდინარეძემ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო კენჭისყრის მეორე მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, დეპუტატი ადა მარშანია ჯანმრთელობის მდგობარეობის გამო თბილისში არ იმყოფებოდა და კენჭისყრას ვერ დაესწრო. შესაბამისად ცვლილებებმა 116 ხმის ნაცვლად 115 ხმა მიიღო.

“პირველი კენჭისყრის დროს დაფიქსირდა 116 მომხრე, დღეს დაფიქსირდა 115. ქალბატონი ადა მარშანია არ ესწრებოდა სხდომას, როგორც მისმა თანაპარტიელებმა გვითხრეს, ის იყო ცუდად, შეუძლოდ, არ იმყოფებოდა თბილისში და ვერ მოახერხა ჩამოსვლა. ყველას ვთხოვ, რომ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ მათ შორის, რომ ასეთი რისკები დაზღვეული იყოს. გასაგებია, ავად გახდომისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ დავიზღვიოთ თავი, თბილისში მაინც ვიყოთ ყველანი” – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე იმედოვნებს, რომ დეპუტატები, რომლებმაც დაადასტურეს თანხმობა, მემსამე მოსმენს დროსაც კვლავ ამას გაიმეორებენ.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, რომელმაც დეკლარირებულად თქვა, განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მესამე მოსმენის დროს უბრალოდ თბილისში იყვნენ, რომ შეძლონ პარლამენტში მოსვლა და ასეთი ტექნიკური პრობლემების გამო, რაიმე რისკი არ შეიქმნას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ასეთი რისკები არის გამორიცხული, ხედავთ, უმრავლესობა სრულად უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და დარწმუნებული ვარ, ის დეპუტატები, რომლებმაც დაადასტურეს თანხმობა, მესამე მოსმენის დროს კვლავ ამას გაიმეორებენ” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა საარჩევნო სისტემის ცვლილების პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა. წინააღმდეგ კი 3 წავიდა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ, ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდებოდა. განხილვამდე “ევროპულმა საქართველომ” პოზიცია შეიცვალა და კენჭისყრაში მონაწილეობა და ცვლილებებისთვის მხარის დაჭერა გადაწყვიტა.  რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მან ბოიკოტი გამოაცხადა და კენჭისყრაში მონაწილეობაც არ მიუღია.

იტვირთბა....