გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა ნავარაუდევი, ტემპერატურა 33-38 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმასა და სეტყვას ელოდებიან, მაქსიმალური ტემპრატურა 35 გრადუსი დაფიქსირდება.
სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ტემპერატურა 35 გრადუსს მიაღწევს და მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

