სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ გამოიყურებოდა გარდაცვლილი 19 წლის გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარების დღეს.
გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მანამდე ოჯახმა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა მოითხოვა. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 4 დღიანი უწყვეტი ძიების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვნეს. წინასწარი ინფორმაციით, დაბადების დღეზე ახალგაზრდებს შორის კამათი მოხდა, რომელიც შემდგომში გარეთ გაგრძელდა.