ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა მოხდა და ვინ მონაწილეობდა, ეს წესით დადგენილიც უნდა იყოს” – უგულავა დაღუპული ფეხბურთელის საქმეზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ 19 წლის ფეხბურთელის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დღეს, ან მაქსიმუმ ხვალ სამართალდამცველებმა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ოჯახსაც და საზოგადოებასაც, რათა გაიფანტოს ის ეჭვი, რომელიც ყოველთვის არსებობს.

მისი თქმით, რა მოხდა და ვინ მონაწილეობდა, ეს წესით დადგენილიც უნდა იყოს.

“რა მოხდა და ვინ მონაწილეობდა, ეს წესით დადგენილიც უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ დღეს, ან მაქსიმუმ ხვალ სამართალდამცველებმა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ოჯახსაც და საზოგადოებასაც, რათა გაიფანტოს ის ეჭვი, რაც ჩვენ ყოველთვის გვაქვს ხოლმე გამოძიების მიმართ, რომ იქ სადღაც კულუარებში რაღაცები ხდება ხოლმე, მძიმე გამოცდილებიდან.

ფაქტია, რომ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა ბევრ კორექტირებას მოითხოვს. კანონების სამართლიანი აღსრულება და ყველას მიმართ თანაბარი აღსრულება კორექტირებას მოითხოვს. სხვანაირად ასე ვიტრიალებთ ამ კატასტროფულ წრეში.” – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

იტვირთბა....