“მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები ჯერ წინასწარია, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები ცხადყოფენ, რომ დექსამეტაზონს კორონავირუსით მძიმედ დაავადებული პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის პოტენციალი აქვს. ეს კი ზეიმის საფუძველს გვაძლევს. შემდეგი გამოწვევა ამ პრეპარატის წარმოების გაზრდა და შემდგომში მსოფლიოს მასშტაბით მისი თანაბარი განაწილებაა.”
ტედროს ადანომ გებრეიესუსი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ დექსამეტაზონი ძვირადღირებული პრეპარატი არ არის და მისი უამრავი მწარმოებელი არსებობს მსოფლიოს მასშტაბით.