უშიშროების ყოფილი მინისტრ ვალერი ხაბურძანიას ინფორმაციით, მისი მინისტრობის დროს მაშინდელი ოპოზიციონერის, ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის გატაცება იგეგმებოდა, რაზეც დროულად მიირეს პრევენციული ზომები.
ხაბურძანიას თქმით, მან ამის შესახებ ლევან გაცეჩილაძეს პირადად შეატყობინა და სახელმწიფო დაცვაც შესთავაზა.
„გაჩეჩილაძის შვილთან დაკავშირებით გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია. პირადად მე თვითონ მივედი მეტი ნდობისთვის და ვუთხარი, რა ტიპის ინფორმაცია გვქონდა, შევთავაზეთ ყველანაირი დაცვა და დახმარება. ინფორმაცია იყო წმინდა ოპერატიული, მაგრამ მერჩივნა პრევენციისთვის ზომები მიმეღო,”- განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.
აღნიშნული ინფორმაცია “პრაიმტაიმს” ლევან გაჩეჩილაძის ძმა, გია გაჩეჩილაძე უდასტურებს.
„წლების წინ იყო ეს ამბავი. გაგვაფრთხილეს, რომ რატისთან დაკავშირებით იყო რაღაც ინფორმაცია. შესაძლო მოტაცებაზე იყო საუბარი“, – გვითხრა გია გაჩეჩილაძემ.