სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანენა.
როგორც ომბუდსმენი წერს, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს.
“ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი… ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანიადა ყველამ, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.”
ცნობისთვის, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღების თანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.